ირაკლი კობახიძე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ნაციონალური პარტიის პრეზიდენტს ანდონი ორტუსარს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ნაციონალური პარტიის პრეზიდენტს ანდონი ორტუსარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები შეაფასეს.

აღინიშნა, რომ არსებობს კარგი პერსპექტივა, გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები და თანამშრომლობა.

„შევხვდით ბასკეთის მმართველი პარტიის ლიდერს. გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა ორმხრივ თანამშრომლობაზე, რაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ბასკეთი არის ძალიან განვითარებული რეგიონი და საქართველოს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომ სხვადასხვა,- მათ შორის, ეკონომიკის, სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულებებით გააფართოვოს მათთან კავშირები და თანამშრომლობები.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი იქნება წარმატებული და გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ბასკეთს შორის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიჯაყოებში ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში დავით უსუფაშვილია – კობახიძე
შემდეგი სტატიაკანადა უკრაინას ჰაუბიცებისთვის 20 000 ჭურვს გადასცემს