ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით

ერთადერთი, ვისაც კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სადაც ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მოქმედებით, ჩვენი ევროპული ინტერგაციის წინააღმდეგ მოქმედებით. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც აქვს ფართო საზოგადოებას სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – საერთოდ არ არის საინტერესო, პრეზიდენტი მოაწერს თუ არა ხელს მთავრობის დამტკიცებას
შემდეგი სტატიაკობახიძე: კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ