ირაკლი კობახიძე: „ენკას“ მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე – ეს ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის

„ყველა შემთხვევაში ეს იყო კომპანიის გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.

მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშივარლამ გოლეთიანი: ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით, რაც დევს
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის – დოლარი – 3.1155 ლარი, ევრო – 3.6551 ლარი, ფუნტი – 4.2514 ლარი