ბესელია კობახიძეს-“ხო არ შეგეშინდა? სანამ აქიდან არ ჩამომიყვანიხარ წესიერად მოიქეცი”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მცირე შეკამათება მოხდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რასაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და მისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

„ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტსთქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ, მაგრამ ისე იქცევით… ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია ცოტა ახლოს მოვიდე“, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს.

ეკა ბესელიას განცხადების პარალელურად, კობახიძემ მიკროფონის გამორთვა მოითხოვა დამოუკიდებელი დეპუტატისთვის და ეკა ბესელიას მიმართა.

„გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ სიტყვა თინა ბოკუჩავას გადასცა, რა დროსაც ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა და მათ შორის მცირე კომუნიკაცია შედგა.

ეკა ბესელიამ კობახიძეს „წესიერად მოქცევისკენ“ მოუწოდა და ჰკითხა, ხომ არ შეეშინდა, კობახიძემ კი მანდატურის სამსახურს სთხოვა დახმარება, ხოლო ბესელიას მიუგო, რომ შიში მისკენ მოეკითხა.

https://youtu.be/oFhkMgyPK1c

banner
წინა სტატიაშიჩხუბი პარლამენტში – კობახიძე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა