ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას ურჩევს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტის განხილვაზე კონსულტაცია იურიდიულ კომიტეტთან გაიაროს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას ურჩევს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით კონსულტაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან გაიაროს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა წევრი აწერს ხელს. ბესელიას თქმით, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას არ ითხოვს, თუმცა თხოვნა აქვს, პროექტზე მსჯელობა მაქსიმალური ვადების გამოყენების გარეშე მოხდეს.

ეკა ბესელიას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტა კომიტეტის პრეროგატივაა. „შეგიძლიათ, მათთან გაიაროთ კონსულტაცია“, – მიმართა ბესელიას კობახიძემ.

თავის მხრივ, კონსულტაციების გამართვისთვის მზადყოფნა გამოთქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა​.

„შეგვიძლია, საკითხზე ვადების დაცვით ვიმსჯელოთ. მზად ვართ კონსულტაციებისთვის. არ მგონია, ბიუროს ფორმატი გვჭირდებოდეს. ამის გარეშეც შეგვიძლია კონსულტაციების გამართვა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. ინიციატივის განხილვაზე წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი შოუ ვერ შედგა-ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ გასვლით სხდომაზე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ვიფიქროთ მომავალსა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა