ირაკლი კობახიძე : ეკა ბესელია უკვე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უკვე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემაში მომდინარე პროცესების შეფასებას ეხება.

კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი არის სპეკულაციური.

„ბესელია უკვე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და ზოგადად, იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან. აქედან გამომდინარე, მისგან არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება”, – განაცხადა კობახიძემ.

დადგენილების პროექტი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს, დღეს პროექტზე კენჭისყრა ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში„სპიკერფობიის“ ტრენინგით ჩვენ შეგვიძლია ფობია ვაქციოთ შესაძლებლობად – მაგდა კოტრიკაძე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ აჩვენეს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა