ირაკლი კობახიძე – ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაიკ პომპეო არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2020 16:12

ირაკლი კობახიძე – ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაიკ პომპეო არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული

ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაიკ პომპეო არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან არ არის იმ პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ.

„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე სპეკულაციებს ვერ ავაგებთ, მაგრამ თავისთავად, ეს ფაქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია. საქართველოში იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ. ასეთი პარტიების ადგილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2020 16:12