ირაკლი კობახიძე – დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს – განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მიეცათ საქართველოს სტატუსი“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს.

„დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით. ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი ეს მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიPolitico: უნგრეთის პრემიერმა, ვიქტო ორბანმა მიაწოდა სიგნალი ევროკავშირს, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის დაფინანსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე
შემდეგი სტატიატყიბულის მერიის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს