ირაკლი კობახიძე – დავით უსუფაშვილმა ყველანაირი კუთხით დაუშვა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ

დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არავითარ ანალიზზე არ არის საუბარი, იყო ძალიან უხეში შეცდომა დაშვებული იმ გამონათქვამში ექსპერტული კუთხით, პოლიტიკური კუთხით და ადამიანური კუთხით. „ყველანაირი კუთხით დაუშვა ადამიანმა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ. შეფასებები გაკეთდა და შესაბამისად, ეს საკითხი ამოწურულია“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუკი სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის საძალაუფლებო წონასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული, საძალაუფლებო ადმინისტრაციული წონით რომელიმე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს.

banner
წინა სტატიაშიმარიამ კუბლაშვილი – მაჩალიკაშვილი გამოიკითხა იმ საქმეზე, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია
შემდეგი სტატიალეგენდარული არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა