ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, თამარ ჟვანიას არ ექნება პარლამენტში მოსვლის პრობლემა

დარწმუნებული ვარ, არც თამარ ჟვანიას ექნება პარლამენტში მოსვლის პრობლემა, – ამის შესახებ პრლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს.

კობახიძის თქმით, ისინი გამოცხადდებიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.

“ანგარიშვალდებული ორგანოების პარლამენტში დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა. მათ ამის უფლება აქვთ და ბუნებრივია, გამოცხადდებიან შესაბამისი თანამდებობის პირები. დარწმუნებული ვარ, არც ცესკოს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ისინი გამოცხადდებიან პლენარულ სხდომაზე და გასცემენ ყველა კითხვას პასუხს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაგვანახებს, რა ხარვეზებია კანონში, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტს კანონის გადახედვა მოუწიოს
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია