ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, შევძლებთ სათანადო დროის გამონახვას, რომ ამ კვირაში მოვუსმინოთ სახალხო დამცველს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო სახალხო დამცველს სავარაუდოდ ამ კვირაში მოუსმენს.

როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, უფრო კონკრეტული თარიღი დღის წესრიგის მიხედვით გაირკვევა.

„ჩვენ რეგლამენტის თანახმად გვევალება სახალხო დამცველის მოსმენა. იმის და მიხედვით, როგორ შეიძლება ჩაჯდეს ეს საკითხი დღის წესრიგში, რომელიც გარკვეული პერიოდით ადრე დგება, ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ სათანადო დროის გამონახვას, რომ ამ კვირაშივე მოვუსმინოთ სახალხო დამცველს“, – აღნიშნა კობახიძემ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე მოხსენებით მიმართოს

banner
წინა სტატიაშითბილისში, ტაბიძის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი შესაძლო ცვლილებებზე: ჩენი მთავრობა ერთერთი ყველაზე კარგი შემადგენლობაა