კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს პოზიციას მოუთმენლად ელოდებიან.
როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, “სურვილი აქვთ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა, თუ მათი მხრიდან კეთილი ნება იქნება“.
მთავარია, რომ ჩვენ განვაგრძოთ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც გვაქვს არჩეული. რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს, აქაც აბსოლუტურად გაცხადებულია ჩვენი სურვილი და მიზანი. ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ“, – განაცხადა კობახიძემ.

















