ირაკლი კობახიძე: ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული, ღირსეული ადამიანებით

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია წარადგინა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სია 155 ადამიანისგან შედგება და სიის პირველი ნომერია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

“ჩვენ წარვადგინეთ დღეს ჩვენი პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული ადამიანებით, ღირსეული ადამიანებით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე. განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. ჩვენ ჩვენი დაპირება ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ, განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვსდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე და ეს გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებლი გამარჯვების ამ არჩევნებში. ჩვენს საპარლამენტო სიაში 155 ადამიანია წარმოდგენილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები 2016 – პოლიტიკური პარტიების სიები
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგის ვიზიტი თბილისში დასრულდა