ირაკლი კობახიძე: ჩვენი საარჩევნო სია დამაჯერებელი გამარჯვების ერთ-ერთი საფუძველი გახდება

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიაში უკიდურესად ღირსეული ადამიანები არიან წარმოდგენილი.

„ეს სია გახდება ერთ-ერთი საფუძველი ამ არჩევნებში ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების. სიის წევრები სხვადასხვა პრინციპით არიან შერჩეული. არაერთგზის ვთქვით ამ პროცესში, რომ განვაახლებდით სიას ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით გამოცდილებაზე, კვალიფიკიაცასა და სუფთა წარსულზე. სწორედ ამ ნიშნებით შეირჩნენის ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი ჩვენს სიაში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, კობახიძის თქმით, სიაში არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომელთა ინტერესები სათანადოდ იქნება დაცული საქართველოს პარლამენტში.

“ჩვენ გვქონდა ობიექტური კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმების საფუძველზე შევადგინეთ პარტიული სია. ჩვენ არ ვაპირებთ მაჟორიტარული არჩევნების წაგებას. არც ერთ ჩვენს მაჟორიტარს არ ჰყავს რეალური კონკურენტი, ისინი აუცილებლად მოიგებენ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ძირითად სიაში, 50 ადამიანს შორის წარმოდგენილი არიან მხოლოდ არამაჟორიტარები. ისინი აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში ოქტომბრის შემდეგ”,-აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ატომური წვრთნების გამო სპეციალური სხდომა მოიწვია
შემდეგი სტატიამსოფლიო საზოგადოება ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ცდის ჩატარებას გმობს