ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება

region
ავტ.: region სექტემბერი 29, 2020 15:18

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

„ყველა უწყება იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი მთავარი სურვილია, მშვიდობის აღდგენა და ყველაფერს ვაკეთებთ ამის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 29, 2020 15:18