22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პირველი გემები მიიღოს

ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, მათ შორის საქართველოს პარტნიორებს შორის.

„ეს არის მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ეს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ეს არის ასევე ევროპული კომპანიები, ევროპის ქვეყნები, შესაბამისად, ამ პორტს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, პირველი ფაზა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა და სწორი მიმართულებით მივდივართ. მაქსიმალურად დაჩქარდა სამუშაოები. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეფერხება იმის გამო, რომ გადაიხედა კონტრაქტი და კონტრაქტის ღირებულება შემცირდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს და პირადად ეკონომიკის მინისტრს. ახლა უკვე შეუფერხებლად გრძელდება სამუშაოები, რაც გვაძლევს ჩვენ ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ 2029 წლისთვის პორტი მიიღებს პირველ გემებს და ამ პორტში წარმოდგენილი იქნება არაერთი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი
შემდეგი სტატია2026 წლის ივლისში რუსეთის არმიამ 42 860 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით