11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: “ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხზე, რადგან სუფთად ვმუშაობთ”

“ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხზე, რადგან სუფთად ვმუშაობთ”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველასთან მზადაა ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის.

“არა მხოლოდ ფასების, არამედ უფრო ზოგადი თემები რომ ავიღოთ – ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, კორუფცია, ნებისმიერი თემა, არაფერთან დაკავშირებით ჯანსაღი დისკუსია არ არსებობს, არის მონოლოგის რეჟიმში ბრალდებები, სიძულვილის, ზიზღის ენა, მაგრამ არავითარი ჯანსაღი დისკუსია. ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი რწმენა, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან. დანარჩენი არის დეტალიზაციის საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდანიის პრემიერი: “ჩვენ გვჭირდება ნატო-ს მუდმივი ყოფნა გრენლანდიის გარშემო”
შემდეგი სტატია“უკრაინის წინააღმდეგ ომზე პასუხისმგებლობა რუსეთის ლიდერებს ეკისრებათ და პასუხისგებაში უნდა მიეცნენ” – კაია კალასი