32.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს კრიტიკული ამოცანა აქვს – ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს გარედან ახვევდნენ თავს სიძულვილსა და აგრესიას, რაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის.

„ამ სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან გააღვივოს ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი და აგრესია, ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, ამ საქართველოს საქმიანობა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იყო – სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, სიმშვიდე ამ ქვეყანაში,ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად ვმოქმედებთ“,-განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია: კობახიძე