განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკომიკა გაორმაგდა, ორჯერ და მეტად გაიზარდა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდა საშუალო ანაზღაურება.
კობახიძის განცხადებით, საქართველო ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების სამეულშია.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამდენად, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით გაორმაგდა საშუალო ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებას და სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის ძალიან ოპტიმისტური.
ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ვართ, სამეულში ვართ, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ამ გათვლების თანახმად, 2030 წლისთვის მიღწევს 13 500 დოლარს, შესაბამისად, საქართველო გადავა უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს მთლიანად თვითკმარი ქვეყანა, ეს არის თავისუფლად მიღწევადი. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მუდმივად დაიხვეწება და გაფართივდება შესაბამისი პაკეტები,”- განაცხადა კობახიძემ.
2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე – ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ყველა კუთხით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ, – ამის ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი.
„ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში. რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს რეჟიმი, თუმცა, დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება. ამას ბუნებრივია, დრო დასჭირდა. დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ბოლომდე დავამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამე მივდიოდით ჩვენ აქამდე. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა უცხოური აგენტურა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს-აცხადებს კობახიძე.