26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს.

მათი ცნობით, ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.

„მთავრობის მეთაური მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი და UN-Habitat-ის ასამბლეის პრეზიდენტი ნგა კორ მინგი. სამიტის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის და გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ ანალენა ბერბოკის ვიდეომიმართვები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირანის უსაფრთხოების უმაღლესმა ორგანომ, ჰორმუზის სრუტის მართვის მიზნით ახალი ორგანოს შექმნის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმის პროკურორი: პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰონდა არცერთ ბრალდებულს