ირაკლი კობახიძე – ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას

ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სიტყვების წაშლით თავადვე დაამტკიცეს ის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.

„ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი რომ, მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, რასაც ვამტკიცებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს წარწერა – „არა ომს“, რომელიც იყო გამოფენილი ჩვენს მიერ,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: რაც შეეხება ბოდიშის თემას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე
შემდეგი სტატიაკობახიძე გერმანიის ელჩს: 26-ში კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, მორიგ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს