ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართა. შეხვედრას ვიცე-სპიკერები და ამერიკის ელჩიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, ევროინტეგრაცია, მედია თავისუფლება და ჩატარებული არჩევნები იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.

“გახსნილი, პოზიტიური და გულახდილი საუბარი შედგა. ვულოცავ მათ გამარჯვებას. ეს დიდი შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს. ამავდროულად ეს არის პასუხისმგებლობა. ჩვენი რეკომენდაცია იქნება მთავარი აქცენტები ქვეყნის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებზე გაკეთდეს. ასევე ვურჩიე საკონსტიტუციო რეფორმაც განხორციელდეს,”- განაცხადა ბრიჯიტ ბრინქსმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს დაასახელებს