ირაკლი კობახიძე -არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება

 

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ.

„არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება; ეს არის ობიექტური მოცემულობის გახმოვანება-კობახიძე
შემდეგი სტატიაკიტ კელოგის აზრით, უცხოელი სამშვიდობოები შეიძლება, განლაგდნენ მდინარე დნეპრის დასავლეთით, რომელიც ბუნებრივ ბარიერად იქცევა მათსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის