ირაკლი კობახიძე : არჩევნების შედეგებს აღიარებს ყველა, გარდა რამდენიმე დამარცხებული ოპოზიციური პარტიისა

ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ეემზადება „ქართული ოცნება მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სთანადო ვითარებაში და წესით ჩატარდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებს ყველა აღიარებს, გარდა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა.

„განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება. მათ შორის ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ეემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სთანადო ვითარებაში და წესით ჩატარდეს. ძირითადად, ამაზე გვქონდა საუბარი. ასევე, ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების პირველ ტურს უკავშირდება, ძიითადად საარჩევნო პროცესს. ეს სტატისტიკა არავითარი ფორმით არ განსხვავდება იმ სტატისტიკებისგან, რომლებიც ჩვენ გვქონდა ყველა წინა არჩევნებზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებზე, თვითმმართველობის ააღჩევნებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო/ოდირის მთავარ დასკვნას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.

ხედავთ, ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორი, ყოველდღიურად მოდის მილოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთადერთი, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს დღემდე, არის რამდენიმე კონკრეტული დამარცხებული ოპოზციური პარტია, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ გავქვს ოპტიმისტური მოლოდინი. დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში, მათი მხრიდანაც იქნება აღიარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგები“, – განაცახადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი“, კობახიძემ უპასუხა:

„მთავარი რესურსი მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად, უტყუარი მტკიცებულებები არსებობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით. იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები, მაგალითად, არასწორად შედგენილი ოქმებით მანიპულაცია და ასე შემდეგ, რის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ, იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. რეალურად, ჩვენი მთავარი არგუმენტია, რომ არჩევნები აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ამასთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის ყველასთან, მათ შორის მზად ვართ იმისთვის, რომ ინფორმაცია არჩევნების კორექტულად და დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით მივაწოდოთ ნებისმიერ სუბიექტს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ანუ, ჩვენ პარტიები შეგვიძლია დავარწმუნოთ იმაში, რაშიც უკვე საერთაშორისო პარტნიორები დარწმუნებულები არიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ხელისუფლება არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : მიხეილ სააკაშვილის დაკავება ასე მარტივი არ არის