9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე: არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, უცხოეთიდან იღებენ ფულს

ერთადერთი, რაც იზღუდება არის რა, რომ უცხოური დაფინანსებით არ შეიძლება, პოლიტიკურ აქტივობებს აწარმოებდნენ ჩვენს ქვეყანაში, მარტო პოლიტიკური აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციების დასაქმების სფერო? თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან.

„იმის გამო, რომ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დადიან და უცხოეთიდან იღებენ ფულს, არავის არაფერს ვუზღუდავთ. უცხოური დაფინანსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, აწარმოოს პოლიტიკური აქტიურობა, კეთილი უნდა ინებოს და ამისათვის რესურსები უნდა მოიძიოს ქვეყნის შიგნით, როგორც ეს ხდება ყველა ჯანმრთელ სახელმწიფოში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელი სახელმწიფო და ამას ემსახურება ის კანონები, რომლებიც მიიღება,“- განაცხადა კობახიძემ

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის ცემაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია“დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები – საპროტესტო აქცია პარლამენტთან