ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში ურთიერთობაზე, ასევე ტვირთბრუნვის ზრდის პერსპექტივაზე.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა. ელჩის შეფასებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით დაინტერესება იზრდება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემო და სწრაფად განვითარებადი მომსახურების სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისა და ტურისტებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, ისა ალბაშა ალნოაიმმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიების – „ექსპო 2020“-ის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ პრობლემას ასე “იშორებთ”- ჟორჟოლიანი
შემდეგი სტატიასტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს, ხვალ, ღია კარის დღეზე ელის