ირაკლი კობახიძე: არ არის გამორიცხული, დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება პრემიერის პრეროგატივაა.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზოგადად, ამ საკითხთან ,ასევე საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია. არ არის გამორიცხული, დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები“,-აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი უკვე მივიდა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე, მომავალი მინისტრების კონკრეტული გვარები სახელდება.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურს ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გახდება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მოიაზრება.

banner
წინა სტატიაშიგირჩის მიმართვა ქორწინების თემასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება