ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტს კონკრეტულ ღონისძიებაზე მისვლა ივანიშვილმა აუკრძალა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო – ამის შესახებ განცხადება პარლამენტი თავმჯდომარემ გააკეთა.

მისი თქმით, მან 20 წუთით ადრე გაიგო, რომ პრეზიდენტი ღონისძიებას არ დაესწრებოდა.

„მას დადასტურებული ჰქონდა ბოლო წუთამდე, რომ ის გეგმავდა მოსვლას, თუმცა, დაახლოებით, 20 წუთით ადრე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონმა სალომემ ვერ შეძლო მოსვლა, შეუძლოდ გახდა და ამაზე ოფიციალური განცხადებაც გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს ღონისძიებაზე მისვლა იმიტომ ვერ შეძლო, რომ მას ეს ბიძინა ივანიშვილმა აუკრძალა.

banner
წინა სტატიაშიარც კი ვიცი ამ დისკუსიის დეტალები – ირაკლი კობახიძე წულუკიანი-პრემიერის დავაზე
შემდეგი სტატია“არის დანაშაულის ნიშნები” – ირაკლი კობახიძე TBC ბანკის საქმეზე