ირაკლი კობახიძე: ახალციხე-ადიგენში გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი არეულობას გეგმავენ

,,ქართული ოცნების“ არმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავენ.
,,ახალციხე- ადიგენის ოლქში მანქანით გადაადგილდებიან გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი ,რომლებიც მითითებებს აძლევენ უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით, ასეთი რამ არის კანონდარღვევა და დაუსჯელები არ დარჩებიან,“- აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, რუსთავში კონცეტრაცია ხდება ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და შესაძლოა მოხდეს პროვოკაცია. კობახიძე მოუწოდებს ოპოზიციას შეწყვიტონ მსგავსი მცდელობები, რადგან ეს არ დარჩება დაუსჯელი.

banner
წინა სტატიაში“რუსთავში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ჯგუფები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებენ”
შემდეგი სტატიააკმამედ იმამკულიევი: “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ მარცხდება და ყველაფერს ცდილობენ არჩევნების ჩაშლისთვის