27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ირაკლი კობახიძე ახალ პორტალზე: მოსახლეობას ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ შექმნილ ახალ საინფორმაციო პორტალზე — www.ekalata.gov.ge ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროდუქტებზე ფასების კონტროლს და შეჭირვებულ მოქალაქეებს ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ვებგვერდის გამართულ და სწორ ფუნქციონირებას:

„ახალი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც, ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს. შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა”- ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: მოწმე ამბობს-“ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლაო”, არ ვიცი, ცეზარი ვგონივარ თუ ვინ?!