ირაკლი კობახიძე: “ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენაზე”

“ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენაზე”, – ასე გამოეხმაურა, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას.

მისი თქმით, თბილისში, 4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული, “ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა” და “ამ ორგანიზებაში მონაწილეობდა კონკრეტული პირი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია”.

თავისთავად მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებული იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, და თქვენ იცით, რა ხდებოდა კონკრეტულად სასჯელაღსრულების სისტემაში, ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენაზე, როგორც ირკვევა ამ გამოძიებიდან, და უფრო მეტიც, სურთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ცხადია, მათ სურთ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ წლების წინ, 2012 წლამდე.

რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი, მათ შორის, ამას, პირველ რიგში, აქვს პრევენციული მიზანი. ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას პირდაპირი გაგებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროდ, ახლა სასამართლოში მიწევს ჩემი სიმართლის და უფლებების დაცვა” – დიმიტრი ჯამბურია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: “ფარმაცევტულ სექტორშიც ფასები ძალიან მაღალია”