ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს პოლიტიკური მოტივი არ ქონია

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და შეგვიძლია, სრულად გამოვრიცხოთ ამ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების და მითუმეტეს, “ქართული ოცნების” ლიდერების მონაწილეობა. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განცხადა.

“გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან განაცხადა, “ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და კონკრეტულ გორის მოსახლეებს შორის”.

დღეს გორში, ე.წ. სადგური დასხლებაში სროლა მოხდა. დაიჭრნენ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვისა და მისი პარტიის წევრები, კობა კოშაძე და ბიძინა თომაშვილი. ირაკლი ოქრუაშვილმა მომხდარში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაში(video) ,,ყველაფრის თავი კახა კალაძის ცოლისძმაა“ – ოქრუაშვილის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილზე მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილ პირებს ოპერაცია ჩაუტარდათ