ირაკლი კობახიძე – 8-9 თებერვალს დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8-9 თებერვალს გახდება ცნობილი, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება მთავრობის ადმინისტრაციაში.

„8-ში, 9-ში დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ცვლილება შეეხოს მთავრობის სტრატკომსაც.

„შეიძლება, შეეხოს, მაგრამ 8-ში, 9-ში, ამ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში ღიად ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას შეუერთდეს