12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ირაკლი კირცხალია პატიმარზე შესაძლო ძალადობას “უსუსურ კამპანიას” უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა და მას „უსუსური კამპანია“ უწოდა. კირცხალიას თქმით, ბრალდებები პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.

მანამდე პატიმარმა გიორგი დავითაძემ ციხის ბადრაგები დეესკალაციის ოთახში გაუპატიურებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება უარყო და პროცესის ამსახველი 4.5-წუთიანი უხმო ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც, უწყების განმარტებით, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული იძულებითი შემოწმება ჩანს. თუმცა მსჯავრდებულის ოჯახი აცხადებს, რომ ვიდეო სრულად არ ასახავს მომხდარს, რადგან საქმის მასალებში 20 წუთამდე ხანგრძლივობის ჩანაწერი დევს.

მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ომბუდსმენ ლევან იოსელიანის განცხადებით, გავრცელებულ კადრებში არასათანადო მოპყრობა არ ჩანს, ხოლო ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ვიდეო პატიმრის ვერსიას უფრო ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიკირცხალია: გერმანიის ელჩი ახალი ჩამოსულია, ალბათ ცოტა დრო სჭირდება მოვლენებში გარკვევისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს