19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ირაკლი კირცხალია ევროკავშირზე საუბრისას: თავხედურად ერევიან ბოლო წლებია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში

თავხედურად ერევიან ბოლო წლებია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, –აცხადებს ოცნების ლიდერი ირაკლი კირცხალია ევროკავშირზე საუბრისას TV იმედთან.

,,ყოველგვარი დიპლომატიის, ყოველგვარი მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად არიან გამოსული, ასე ვთქვათ თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასმული ე.წ. ოპოზიციის გვერდში. დღეს ოპოზიცია რა დღეშია, ეს ცალკე განხილვის საგანია და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამ დღეში, როცა არის ის აგენტურული ქსელი, ე.წ ოპოზიცია, რომელსაც ისინი ესე გულშემატკივრობენ და რომელიც არის იარაღი პირდაპირ მათ ხელში, გრძნობენ, რომ ეს ვერ მოქმედებს და საზოგადოებამ მათ თავის სახელი დაარქვა მათთან ერთად, სწორედ ამიტომ არიან ესე თავხედურად და ღიად გამოსული ესე ვთქვათ ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ყოვლადშეურაცხმყოფელი განცხადებებით, თუ ქმედებებით”,- აცხადებს კირცხალია.

banner
წინა სტატიაშიგურამ მაჭარაშვილი: ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასოდეს დიფსტეიტის გეგმა საქართველოში
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: ახლა რაც „ოპოზიციურ ალიანსში“ ხდება საბავშვო ბაღია