26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ეს დღე არის ქვეყნის იდენტობის, სარწმუნოების, ერთიანობის და სიყვარულის დღე.

მან საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. კირცხალიას თქმით, დღევანდელ დღეს ყველა ხედავ სად დგას ქართული საზოგადოება.

“დღევანდელ დღეს მთელი ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო ხედავს, თუ სად დგას, რა ფასეულობების და ღირებულებების გვერდში დგას ჩვენი საზოგადოება. ასევე, ორმაგი დატვირთვის დღეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველად აღავლენს დღეს ლოცვა-კურთხევას და ამ უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ვუსურვებ სიყვარულს, გაერთიანებას და ასე ერთობით და სიყვარულით წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მსოფლიოსთვის დღევანდელი დღე აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართველი ხალხი. აჩვენებს, როგორ სცემს პატივს თავის იდენტობას, ისტორიას, თავის სარწმუნოებას და როგორ შეუძლია ერთიანად ამ ღირებულებების ირგვლივ ასე ზღვად გაერთიანდეს მთელი ქართული საზოგადოება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

banner
წინა სტატიაშიოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობას დიუშენით დაავადებული ბაშვები და მათი მშობლები თავისუფლების მოედანზე დახვდნენ
შემდეგი სტატიაოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ