ირაკლი ხმალაძე: აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები ფორმალური ხასიათისაა

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტისსამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები, ძირითადად, ფორმალურხასიათს ატარებს, მათ შორის თანამშრომლთა სამუშაო საათების აღრიცხვა. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის თანამშრომლებისუმრავლესობის სამუშაო დღე დილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება.

„სახეზე გვაქვს ფორმალური ტიპის გადაცდომები. მაგალითად, თანამშრომლებისადა მათი ნამუშევარი საათების აღრიცხვა ტურნიკეტის მეშვეობით. პირველ რიგში,მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მერიის თანამშრომლების ნახევარზე მეტის საქმედილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება. ისინი ქალაქში უმრავ საქმესაკეთებენ: ზოგი პირდაპირ ობიექტზე მიდის, ზოგი სკვერში, ზოგი სარეაბილიტაციოსამუშაოებზე, ზოგი მოქალაქესთან შეხვედრით იწყებს თავის სამუშაო დღეს.შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, ტურნიკეტის მონაცემებით არ ჰქონდეს თანამშრომელს სრულად გამომუშავებული გეგმიურისაათების რაოდენობა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურმა უნდადააფიქსიროს. ჩვენ აუდიტის სამსახურთან კომუნიკაციისთანავე დავიწყეთმოკვლევა. თუ გამოვლინდა დარღვევის ფაქტები, ცხადია, რეაგირებასმოვახდენთ. გაითვალისწინეთ, რომ მუნიციპალიტეტში მუშაობს 28 ათასითანამშრომელი და მერია ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებს ახორციელებს. დიდ საქმესთან ერთად, ჩემთვის მოულოდნელი არ არის მსგავსი ტიპის ფორმალურიგადაცდომები,“- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება დიდი გამავლობის ავტომობილების შეძენას, ვიცე-მერი ამბობს, რომმუნიციპალიტეტი ნებისმიერი ფორსმაჟორისთვის მზად უნდა იყოს. „ბოლო წლები ძალიან მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტში ხშირად აქვს ადგილი ფორსმაჟორულ გარემოებებს. ნებისმიერი სიტუაციისთვის მერიას უნდაჰქონდეს მზაობა. ავტოპარკი მუდმივად გასაახლებელია. ეს აქამდეც კეთდებოდა,დღესაც კეთდება და მომავალშიც ასე იქნება, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერიგამოწვევისთვის და ყველა კუთხით მივეხმაროთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას“, -აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეცსახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, მუნიციპალიტეტსმოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.

„არ ვამბობ, რომ ცალკეული გადაცდომები არ არსებობს. სამწუხაროდ, ასეთიშემთხვევები დაფიქსირებულა ბოლო წლების განმავლობაში. სადაც დარღვევებიგამოვლინდება, სათანადო რეაგირებასაც მოვახდენთ. აუდიტის სამსახურის ესდასკვნა სიახლე არ არის. გარკვეული დარღვევები მუნიციპალიტეტში ყოველთვისხდებოდა. მთავარია, მუნიციპალიტეტმა საქმე გააკეთოს, ასეთი ტიპისდარღვევების მიმართ ვიყოთ ყურადღებით და არსებობდეს ინსტრუმენტი დამექანიზმი, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რათა გადაცდომები მინიმუმამდედავიყვანოთ, ხოლო თუ ისინი მაინც განმეორდება, დადგეს კონკრეტული პირებისპასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბავშვს უფლება აქვს, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა, ეს უფლება დაიცვას
შემდეგი სტატიასასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ შშმ ბავშვებს სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანენ