ირაკლი ხახუბია: დღეიდან ფოთში ჩვენ თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2020 21:54

ირაკლი ხახუბია: დღეიდან ფოთში ჩვენ თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით

მნიშვნელოვანი

  • ირაკლი ხახუბია: დღეიდან ფოთში ჩვენ თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით

სხვა სტატიები

„ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“, რომელიც ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით. როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ განაცხადა „2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფი და ციფრული რენტგენი.

„დღეს ქალაქ ფოთში თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი სამშობიარო კლინიკა გაიხსნა, სადაც ჩვენ თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი. საჯარო და კერძ სექტორ შორის ურთიერთანამშრომლობით ჩვენ შევძელით ქალაქ ფოთის მოსახლეობის თხოვნის შესრულება. 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ასევე შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის , ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფი . მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში დღეიდან ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის სამშობიარო სახლი, რომელიც პროფესიონალი მედპერსონალითა არის დაკომპლექტებული „ -განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ.

საავადმყოფოს საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტი მოემსახურება.​

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2020 21:54

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics