ირაკლი კაკაბაძე:მემარცხენე ფრონტის აუცილებლობა

მემარცხენე ფრონტის აუცილებლობა

კაკაბადზემომავალ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებელია რომ საქართველოში იყოს მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებულ ორ პოლიტიკურ კოალიციას დაამარცხებს. ერთის მხრივ ნაცისტური მეთოდებით დაარსებული და მართული ‘ნაციონალური მოძრაობა’ არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც არათუ არჩევნებში უნდა დამარცხდეს – არამედ საერთოდ უნდა ისევე აიკრძალოს, როგორც ნაცისტური და საბჭოთა კომპარტია აიკრძალა ძალადობისთვის. და მისი რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს – პოლიტიკური სისტემა და არა მხოლოდ ცალკეული ‘გადამცდარი პრიოვნებები’. და ამავე დროს აბსოლუტურად კორუმპირებული და არაფრის მაქნისი ‘ქართული ოცნება’, რომელმაც დაატკიცა გასული 3 წლის მანძილზე რომ ოცნების მეტი არაფერი შეუძლია და რომელმაც პრაქტიკულად ვერაფერი შეცვალა ქვეყანაში. ქვეყანა სევ რჩება სუს-ის მიერ მართულ პოლიციურ ნეოლიბერალურ ავტორიტარულ ქვეყნად, სადაც არანაირი სოციალური და პოლიტიკური სამართალი არ არის. საქართველო დღესაც ბანანის რესპუბლიკაა – სადაც მისი მოქალაქეები ხელისუფლებას არანაირად არ აინტერესებს. სადაც მკვლელებს ისევ და ისევ სახელმწიფო მფარველოს და სადაც უბრალო მოქალაქეებს წვრილმანი ‘დანაშაულებისთვის’ საშინლად სჯიან.

მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანებს წლობით პატიმრობას უსჯიან და სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვათა მკვლელები ისევ დაუსჯელნი დადიან და დასცინიან მთელს საზოგადოებას. მუშების უფლებები არ არის არანაირად დაცული. ბეჟუალშვილის და მის მაგვარი ოლიგარქების უფლებები ამ სახელმწიფოსათვის მეტს ნიშნავს, ვიდრე მუშების უფლებები – ეს ჩვენ კარგად დავინახეთ ტყიბულის მაგალითზე. ყველა ორგანიზაციაში ჩანერგილია ეგრეთწოდებული უშიშროების ოფიცრები, რომლებიც ყველას სთხოვენ რომ გაი-სუს-ონ. ქვეყანაში მხოლოდ მდიდარი უმცირესობის – მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტის უფლებებია დაცული. ვინც კი ეწინააღმდეგება ამ 1 პროცენტის ინტერესებს, ყველას მიმართ სასწრაფოდ რეპრესიული ზომებია მიღებული. ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, რადგან მისი მმართველი ელიტის ნეოლიბერალური კურსი მხოლოდ ტრანს-ნაციონალური კორპორაციების და პატარა ელიტის ინტერესებს იცავს – მოსახლეობის 99 პროცენტი მიტოვებულია. დღეს საქართველოში საჭიროა ხალხის ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნათლად ეტყვის უარს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს, სადაც 1 პროცენტი დანარჩენი 99-ის ხარჯზე მდიდრდება და ბიოპოლიტიკურ ცხოვრების წესს, სადაც ადამიანებს საკუთარი ბიოლოგიური ინსტიქტების მონად აქცევენ. ადამიანი არ უნდა იყოს ბიოლოგიური ინსტიქტების მონა – ყველა ადამიანი ღმერთის მიერ გაჩენილი არსებაა. ყველა ადამიანი იმსახურებს მინიმალურ სოციალურ უსაფრთხოებას – როგორც ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, ასევე საცხოვრებელი ფართის მხრივ. დღეს კი ასეულობით ათას ადამიანს საკუთარი სახლიდან აგდებენ ბანკირების და ‘იპოთეკარების’ ინტერესების სასარგებლოდ. ამ ბანკებს და იპოთეკარებს ასობით ბინა აქვთ ნაყიდი, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უსახლკაროდ რჩება.

მთავრობა ამის წინააღმდეგ ვერაფერს და არაფერს აკეთებს.
მას მერე, რაც 1992 წლის 6 იანვარს შეიარაღებული აჯანყების გზით საქართველოს ერთადერთი დემოკრატიული მთავრობა გადმოაგდეს, საქართველოში დამყარდა და განმტკიცდა ნეოლიბერალურ-ავტორიტარული ოლიგარქიულ-პოლიციური სახელმწიფო, რომელიც 1 პროცენტი ქურდების და მზარცველების ინტერესებს იცავს მშრომელი ხალხის ხარჯზე. დროა რომ ეს არაჰუმანური სისტემა დაინგრეს და აშენდეს ნამდვილად დემოკრატიული და ხალხის მართული ქვეყანა, სადაც უფრო პირდაპირი დემოკრატია იქნება, ვიდრე დღევანდელ უსახო ავტორიტარულ-ოლიგარქიულ სისტემაში. ამისათვის საჭიროა ხალხის მიერ მართული ხალხის ინტერესების დამცველი მემარცხენე ძალა. ეს უნდა იყოს ახალი ტიპის მემარცხენე ფრონტი თუ ალიანსი, რომელიც კარგად გაიაზრებს მეოცე საუკუნის მემარცხენეების მიერ დაშვებულ შეცდომებს და უფრო თანმიმდევრულად გაატარებს ამ პოლიტიკას.
დროა, რომ ასეთი მოძრაობა დაიწყოს. ამ მოძრაობის მიზანი ვიწრო გაგებით არჩევნებში გამარკვება კი არ უნდა იყოს – არამედ ქვეყანაში ამ საშინელი სიტუაციის შეცვლა, რომელმაც დაისადგურა 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. დიახ, საქართველო უნდა გახდეს პირდაპირი დემოკრატიის და მრავალხმიანი მმართველობის ქვეყანა, ისე როგორც ეს მას ეკადრება.
ამისათვის აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს მთლიანად წალეკავს და რომელიც ხალხის ინტერებს პირველ რიგში დააყენებს. ეს ძალა თვითონ ხალხიდან უნდა ამოვიდეს.

ირაკლი კაკაბაძე

banner
წინა სტატიაშიფილიპ ბრიდლოვი: ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის
შემდეგი სტატიაციხისძირიდან ხის გადასატანად ბარჟა დაიძრა