ირაკლი კაკაბაძე: ქალბატონი რულოვსის იმპერიალიზმი

kakabadzeმწერალი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატზე, ყოფილ პირველ ლედიზე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს სათაურით “ქალბატონი რულოვსის იმპერიალიზმი”: “სამწუხაროა რომ ქართველებს მუდმივად ჩრდილოური იმპერიალიზმის უღლის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. ეს ქალბატონი, რომელიც თავის ქვეყანაში ჩვეულებრივი ფერმერის ქალიშვილი იყო და მისგან მხოლოდ რიგითი ჰოლანდიელი ბურჟუა დადგებოდა, კგბ-ს ლეიტენანტ სააკაშვილთან შეჯვარების მერე საქართველოს გვირგვინიანი დედოფალი გახდა, მილიარდობით შავი და უკანონობით ნავაჭრი კაპიტალის პატრონი და ახლა უკვე თავის ახალ კოლონიას – ინდონეზია უკვე მოინელა – ჭკუას ასწავლის ტიპიური იმპერიალისტური პოზიციებიდან. რა არის გასაკვირი იმაში რომ ზუგდიდში ადგილობრივმა კაცმა დაამარცხოს თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოფიოზი ქალბატონი ქვეყანაში. ნუ მიიღებს მონაწილეობას – და საერთოდ სჯობია იმპერიალისტებმა არ მიიღონ მონაწილეობა კოლონიზირებული ქვეყნის არჩევნებში. ზუგდიდელებმა და მეგრელებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი თავის დაცვა და არ სჭირდებათ ჰოლანდიელი იმპერიალისტების დახმარება იმაში, რომ გაერკვნენ ვინც არიან. სანდრა რულოვსის ლაპარაკი, გარდა იმისა რომ არის ტყუილებით გატენილი ტომარა, ისევე როგორ მისი ქმრის ყოველი სიტყვა, არის პატარა ერის შეურაცხყოფა იმპერიალისტური წარსულის და აწმყოს მქონე ქვეყნის შვილისაგან. წადით, ქალბატონო სანდრა, თავი გაანებეთ კოლონიალიზმისგან გაწვალებულ ქართველ ხალხს და მითუმეტეს ჭკუას ნუ ასწავლით მათ. თქვენს თავს და თქვენს კონტინენტს ასწავლეთ ის, რომ ნაკლებად გაძარცვონ გლობალური სამხრეთი და ნაკლები ადამიანი გააუბედურონ. მარტო უკანასკნელ 1 წელიწადში 65 მილიონი ადამიანი გამოყარეთ სახლებიდან ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში და კიდევ ვინმეს ჭკუას ასწავლით? წადი რა ჰოლანდიელო ქალბატონო, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე და შენს გაღორებულ იმპერიალისტ თანამემამულეებს მიხედე” – წერს ირაკლი კაკაბაძე.

banner
წინა სტატიაშიგოგი თათუხაშვილი: ,,არჩევნების ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი,,
შემდეგი სტატიასირიის არმია ალეპოში სრულმასშტაბურ შეტევაზე გადავიდა