ირაკლი კაკაბაძე ,,ყაჩაღი და ქვეყნის დამაქცევარი კალაძის წინააღმდეგ,,

უფლებამცველი ირაკლი კაკაბაძე ,,ფეისბუქში,, Antonin IK Marto-ს სახელით გახსნილი საკუთარი გვერდიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებებს მწვავედ ეხმაურება, სადაც თბილისის მერობის ,,ოცნების,, კანდიდატ კახა კალაძეს ,,ბანდიტად,, და პარლამენტის თამვჯდომარე ირაკლი კობახიძეს ,,შორენა კობახიძედ,, მოიხსენიებს.


აღსანიშნავია, რომ ირაკლი კაკაბაძე საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ბოლო დროს შეტევის ობიექტად ქცეული ანა დოლიძის ყოფილი მეუღლე გახლავთ და ეს ,,ფეიბუქ პოსტიც,, მისდამი განხორციელებულ შეტევას მოჰყვა.
,,დიდი ხანი ხმას არ ვიღებდი ამ კარიერისტის შესახებ. ახლა ამას ვიტყვი მოკლედ:
ლევან, შენ თუ გგონია რომ შენ და შენნაირები სიცარიელეზე მეტნი არიან რამით, ძალიან ცდები. საუბედუროდ, და მე ამაზე ძალიან მწყდება გული, შენ და სხვა მეოცნებე კარიერისტები, სრულ სიცარიელეს წარმოადგენთ, რადგან საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ და ბანდიტი კახა კალაძის და მისნაირებს სრულიად უტვინო ‘მესიჯ ბოქსებს’ იმეორებთ. თქვენი ეგრეთწოდებული ‘სპიკერი’ ვფიქრობ რომ სერიოზულად კლინიკური შემთხვევაა. ქალს რომ ‘ბატონ გიორგის’ უწოდებს იმისთვისაც უნდა იყოს მზად რომ ვინმემ ‘ქალბატონი შორენა’ უწოდოს. პარლამენტის სპიკერი, ‘ქალბატონი შორენა’ კობახიძე ძალიან სამწუხარო შემთხვევაა ქართულ პოლიტიკაში. მე მის მშობლებს კი ვიცნობ და პატივს ვცემ – და აშკარად ვერ ვცნობ მასში მათს შვილს. ამის მაგივრად მე ვხედავ მხოლოდ ძალაუფლებას მოწყურებულ ზომბს, რომელსაც არანაირად არ ადარდებს ასეულობით ათასობით უკიდურესად ცუდ დღეში ჩავარდნილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და რომელიც მხოლოდ საკუთარი კარიერის უშნოდ გაკეთებაზე ზრუნავს. ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად ხართ – და არც ხალხის უმრავლესობას არ აურჩევიხართ. მე მაგალითად, არც თქვენთვის და არც თქვენი წინამორბედებისთვის ხმა არ მომიცია. და ამ ადგილობრივ არჩევნებზე ყველა სინდისიერი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით იომებს თქვენი ყაჩაღი და საქართველოს დამაქცევარი კანდიდატის წინააღმდეგ. ჩემო ლევან, შენ სამწუხაროდ ვერაფრით შეავსებ სიცარიელეს – იმიტომ რომ შენი სახელია სიცარიელე. მე ეს არ მიხარია – მაგრამ შენს უგვანო კარიერიზმს რომ ვუყურებ – ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. იმედია ჭკუას ისწავლი მალე რომ თავი გადაირჩინო.,, აცხადებს ირაკლი კაკაბაძე სოციალური ქსელით.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ,,მკაცრი,, პასუხი აშშ-ს სანქციებს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია სამეგრელოს მოუწოდებს