რომან გოცირიძე: “ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება”

gociridze

gociridzeმთავრობის გადადგომა მოულოდნელი იყო. მათ შორის იმათთვის, ვინც უნდა ახდენდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას.
თუ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, მაშინ იგი პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობის წინასაარჩევნოდ განახლებასთან. ეს მიღებული პრაქტიკაა. ისეთ დროს იცვლება მთავრობა, რომ არჩევნებამდე ბევრის გაფუჭება ვერ მოასწროს და ახალი ცოცხის სახე შეინარჩუნოს. როგორც წესი, ეს 6-7 თვით ადრე ხდება. ამ შემთხვევაში ცოტა ადრე მოხდა სტარტის აღება. ეს ბადებს ეჭვებს-ხომ არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება ივანიშვილის მხრიდან.
თუ დაგემილია, მაშინ ლოგიკა ასეთია: უვიზო რეჟიმის საკითხი გადაწყდა და მისი შემოღების წინ მთავრობის განახლება შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო აღქმული; ახალი წელი იწყება ახალი ბიუჯეტით; სკანდალები და წარუმატებლობები ძველ მთავრობას მიეწერება და ასე შემდეგ.
თუმცა, როგორც ჩანს, მთლად ასე მარტივად არ არის საქმე. არა ჩანს, რომ ემზადებოდნენ, თუნდაც საკადრო თვალსაზრისით. ორი-სამი მინისტრის შეცვლა მთავრობის სახეს ვერ ცვლის და ახლებიც ისევ ამ მთავრობის წიაღიდან იქნებიან დაწინაურებულები. ”მინისტრი რა იყო და მისი მოადგილეები მითუმეტეს, რანი იქნებიან”?! დაახლოებით ასეთი განცდა გაჩნდება.
თუ მთელი კაბინეტი თითქმის უცვლელი დარჩა, ეს უკუეფექტის მომტანი იქნება.
ამ პროცესმა ერთი რამ ცალსახად დაგვანახა: ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება. ვინ ეკითხება პარლამენტს, ბალი რამდენი შაური ღირს ბაზარში.

რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაში“ძალიან გული მწყდება ირაკლიზე, ის იყო არჩვეულიებრივი პრემიერი და კარგი მენეჯერი”
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი:ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი