ირაკლი გილაური: კარგია, რომ ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და ბიზნესს შეუძლია იპოვოს სამართალი, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესმენებს, ექსპერტების და მთავრობის წარმომადეგნლების შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეხევდრა შედგა.

“კარგია, როდესაც ბიზნესი უსმენს მთავრობას და მთავრობა უსმენს ბიზნესს, მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს. ბიზნესი არის თავისუფალი და ეს ბუნებრივია,ხელს უწყობს ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი პროგნიზი წლევანდელი 4% -ზე მეტი ზრდაა, მომავალ წელს ჩვენ 8 %-იან ზრდას ველოდებით. ის ვიზიტი, რაც ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ლონდონსა და ნიუ-იორკში დადებითად შეფასდა, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორების კიდევ უფრო მეტი ფულის ჩადება სურთ საქართველოში”, – განაცხადა გილაურმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: კითხვები და შეფასებები რაც დაისვა იყო უსუსური