ირაკლი ღლონტი: “ნაციონალური მოძრაობა” ყოველდღიურად კარგავს სიცოცხლის უნარს

ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ დატოვების და ახალი მოძრაობის შექმნის შესახებ. ღლონტი გადაწყვეტილებას სწორ და პრინციპულ გადაწყვეტილებად აფასებს.

“იყავი ნებისმიერ მხარეს, რომელიც სიმართლის მხარესაა. იყავი მის მხარეს მანამ, სანამ სიმართლის მხარეს არის, მაგრამ როდესაც შეცდება, გაეყარე’’ ეს აბრაამ ლინკოლნის სიტყვებია და ჩემიც, სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელე მაშინ, როცა გავემიჯნე ნაციონალურ მოძრაობას და ეს 2012 წლამდე მოხდა, უბრალოდ მე მანამდე მომიწია მათი არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულების საკუთარ თავზე გამოცდა.
ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოების განწყობას შენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვხედავ, უმრავლესობამ სწორად აღიქვა ყველაფერი და ის უმცირესობა, რომელიც ადრე მეც მომიაზრებდა ,,მოღალატედ” უახლოეს მომავალში დარწმუნდება გადაწყვეტილების სისწორეში. პირადად მე, მიმაჩნია, რომ სამართლიანი, გონივრული და პრინციპული გადაწყვეტილება მიიღე და ეს ნაკარნახევია სწორედ იმ გამოწვევებით, რომელზეც ამ დღეების მანძილზე განსაკუთრებით აკეთებ პედალირებას, ეს განახლებაა ქართული პოლიტიკური ასპარეზის და ძველი, აწ უკვე გამარგინალებული და ოდიოზური ფიგურების ახალი, სიცოცხლით, ენერგიით, ცოდნით და პროფესიონალიზმით გამორჩეული ახალი სახეებით მათი ჩანაცვლების იდეაა.
სწორედ ამ იდეას ვემსახურები მეც და ჩემი მიზანიც ეს არის.
ვფიქრობ, ,,ნაციონალური მოძრაობა” ყოველდღიურად კარგავს სიცოცხლის უნარს და მან საბოლოოდ გაუშვა განახლების და რეაბილიტაციის სავარაუდოდ უკანასკნელი შანსი. ადრეც ბევრჯერ მითქვამს რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე დარჩენილი პარტია ყველაზე მეტად ჰგავს ხავსმოკიდებულ წყალწაღებულს და დღეს ის ხავსიც კი წყდება, რომელზეც ამ ბოლო წლების მანძილზე იყვნენ ჩაბღაუჭებული. რომ არა ხელისუფლების ინტერესი მეორე პოლიტიკურ ძალად ხელოვნურად აღქმულიყო ეს პარტია, მერწმუნე უკვე მოქკავშირის ნაცნობ გზას იქნებოდნენ დამდგარი.
ნებისმიერ შემთხვევაში მე წარმატებებს გისურვებ შენს გუნდთან ერთად და ღრმად მწამს, რომ ჩვენი თაობა მიუხედავად ბუნებრივი და ასევე ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა უახლოეს მომავალში შევქმნით დეფიციტურ პოლიტიკურ პროდუქტს და ღირსეულად ვუპასუხებთ ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც მოქმედი და ექს ხელისუფლებების პირდაპირი ,,დამსახურებაა” !
წარმატებები გიორგი. ‘’ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში ძმამ ძმა მოკლა
შემდეგი სტატია“ქვეყანაში სადაც რეალიზატორები და მკვლელები შეიწყალეს იმედს ვიტოვებ, ორი “ქლაბერი” ბიჭი ციხეში დიდხანს არავის უნდა”