ირაკლი ღლონტი მანანა კობახიძეს პასუხობს

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა - ირაკლი ღლონტი

,, ღარიბაშვილის კომუნისტურ კომკავშირული გამოსვლა’’“უბრალოდ სირცხვილია, როცა ყოფილი უფლებადამცველი, ადვოკატი, დღეს უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი, მანანა კობახიძე ტყუის! ახლა გასაგებია რატომ მოითხოვა ზვიად ძიძიგურმა კამერების გარეშე შეხვედრის ჩატარება. მათ წინასწარ იცოდნენ, რომ დასჭირდებოდათ ტყუილის თქმა”–აცხადებს “რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი. მისივე თქმით გუშინდელი შეხვედრის მიზანი იყო მოგვესმინა კოალიციისგან პასუხი განახორციელებდა თუ არა ხელისუფლება მახინჯი, არადემოკრატიული საარჩევნო სისტემის რეფორმას, საპასუხოდ მივიღეთ კვლავ უარგუმენტო და უსუსური მოტივი, რომ კოალიციის შიგნით ცვლილების გამო მათ შეექმნებათ პრობლემა და ამის გამო ვერ გადადგამენ ნაბიჯს სისტემის რეფორმისთვის.

ღლონტის განცხადებით რეალურად ისინი კოალიციის შიგნით არსებულ პრობლემას თავს ახვევენ სრულიად საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მისიებს და დიპლომატიურ კორპუსს.
“ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც ღიად და საჯაროდ განაცხადა უკმაყოფილება აქამდე არსებული საარჩევნო კოდექსის და ზოგადად სისტემის მიმართ იყო ბატონი ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ აქამდე არსებული გარემო, სისტემა და კოდექსი არაფრით არ განსხვავდება შევარდნაძე–სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოქმედი ანტიდემოკრატიული სისტემისაგან, თუმცა დღესაც მოკლებულია შესაძლებლობას ისაუბროს რეფორმებზე–განუცხადა “თაიმერს” პარტია ” “რეფორმატორების” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა.

შეგახსნებთ, რომ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან სასტუმრო “რედისონში” შეხვედრა გამართა.
კოალიცია ‚ქართული ოცნების” მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზვიად ძიძიგური, გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ირაკლი კობახიძე, გია ჟორჟოლიანი, ზურაბ ტყემალაძე.
როგორც შეხვედრის შემდეგ მანანა კობახიძემ განაცხადა, ნამდვილად უპრეცედენტოა, როცა ხელისუფლება თვითონ შედის ამ დიალოგში, თავისი ინიციატივით იწვევს პარტიებს და სურს, რომ მათთან ერთად გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო.

banner
წინა სტატიაშირამაზ საყვარელიძე: “ის რომ მოსახლეობა იცნობს პაატა ბურჭულაძეს როგორც ბრწყინვალე მომღერალს არ ნიშნავს რომ მის პარტიას მხარს დაუჭერენ.“
შემდეგი სტატიარუსები “კავკასუს ონლაინისთვის” ომში ჩაებნენ-კომპანია გაზაფხულამდე გაიყიდება, მარეგულირებელმა “მაგთის” მწვანე შუქი უკვე აუნთო