ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა, ქალაქ ლვოვში უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრები ლვოვის ხალხური არქიტექტურის მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერეს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალისთვის გაიმართა კულტურული ტური ლვოვის ისტორიულ ცენტრში. პრემიერ-მინისტრებმა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაშისამსახურიდან განთავისუფლებული საჯარო მოხელეები – სენაკის მერის სკანდალური გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა