ირაკლი ღარიბაშვილს ლიდერობა არ აკლია

ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს ლიდერობა არ აკლია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე.

„მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა. ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას, რა თქმა უნდა, ვიღებთ, თუმცა ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოლოდინი იყო, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას პრემიერ-მინისტრი შეასრულებდა მთავარ როლს სიტუაციის დაწყნარებაში. ელჩის თქმით, „სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში მოსაზრებების ნაწილი გაუგებარი და მშრალია
შემდეგი სტატიაკუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება