ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, აღნიშნა, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს სამომავალო განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი. მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩამოერთავთ მოძალადე სასულიერო პირებს ხარისხი – რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია საპტრიარქოს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა