ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო

ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი ფამ მინ ჩინი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ვიეტნამის პრემიერი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნას ადასტურებს.

“გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ვიეტნამსა და საქართველოს შორის ტრადიციული ურთიერთობების კონსოლიდაციის და გაღრმავების მიზნით, ვიეტნამის მთავრობა, სამინისტროები და შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კოორდინირებას თავიანთ ქართველ კოლეგებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყველა სფეროში, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”,- ნათქვამია ფამ მინ ჩინის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის განვითარების შეფერხების ხარჯზე ოპოზიცია ცდილობს საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევას – ვერძაძე
შემდეგი სტატიარუსეთის წინააღმდეგ სანქციები მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან კავშირში არ არის – კულება