ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის მოსაწვევი მიიღო

garibashvili

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის მოსაწვევი გაუგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ავრცელებს. კობახიძის განცხადებით, მისთვის უცნობია მივა თუ არა ღარიბაშვილი ყრილობაზე.

„პარტიის ყრილობა ძალაშია. 14 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება. რაც შეეხება მოსაწვევების თემას, არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. რეალურად, მოსაწვევი დაეგზავნა ყველა ადრესატს. პირველ რიგში მოსაწვევები დაიგზავნა პარლამენტში – ჩვენს ფრაქციაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაურმა ჯერ არ იცის, დაესწრება თუ არა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობას
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ეთანხმება პრემიერს, რომ ვინც ქვეყნის საგარეო კურსს არ იზიარებს, „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა იყოს